ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს


ობამა საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს

ობამას აქცენტი-ყურადღება გაემახვილებინა მიღწევებზე, მიზნად ისახავდა ეროვნული უსაფრთხოების ძლიერი პლატფორმისა და გამოცდილების ხაზგასმას.

ბარაკ ობამას ყოველწლიური გამოსვლის მხოლოდ მცირედი ნაწილი დაეთმო საგარეო პოლიტიკას. თუმცა ამერიკელმა ლიდერმა ხაზი გაუსხვა რამდენიმე მიღწევას, რომელსაც მისი პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ადგილი, და ილაპარაკა ახლო აღმოსავლეთში არაბული გაზაფხულის მოვლენებისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირველად 2003 წლის შემდეგ, ამერიკელები ერაყში აღარ იბრძვიან და რომ ოსამა ბინ ლადენი საფრთხეს აღარ უქმნის ამერიკას

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ავღანეთში თალიბების უპირატესობა მცირდება და რომ ამერიკელი ჯარისკაცების ქვეყნიდან გაყვანის შემდეგ, ახალ, გარდამავალ პერიოდს ჩაეყრება საფუძველი.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი და ბირთვული გაუვრცელებლობის მკვლევარი ჯოზეფ ცირინციონე ამბობს, რომ ობამას აქცენტი-ყურადღება გაემახვილებინა მიღწევებზე, მიზნად ისახავდა ეროვნული უსაფრთხოების ძლიერი პლატფორმისა და გამოცდილების ხაზგასმას.

ექსპერტის აზრით, ობამას განცხადებები რესპუბლიკელების ბრალდებების განეიტრალებას ემსახურებოდა, დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიისა, რომელიც პრეზიდენტს უსაფრთხოების საკითხების არცოდნასა თუ იგნორირებაში ადანაშაულებს. ექსპერტის აზრით, ობამამ სწორედ ამ სტერეოტიპების გასანეიტრალებლად აქცენტი მთავარ მიღწევებზე გააკეთა.

პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ, ბევრს გაახსენდა მისი პირველი მესიჯები ირანის ხელისუფლებისადმი, როცა პრეზიდენტად გახდომიდან ცოტა ხნის შემდეგ მან თეირანს ამერიკასთან გაუმჯობესებული ურთიერთობების პერსპექტივა დაანახა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული გაუგებრობის მშვიდობიანი დარეგულირება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო და რომ ამისთვის ირანმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

ცირინციონეს დასკვნით, სწორედ ეს სიტყვები ჯდება ობამასეულ ირანულ სტრატეგიაში, რომელიც ბევრად ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე ბევრს გონია.

„მნიშვნელოვანაია, რომ პრეზიდენტმა დიპლომატიური დარეგულირების შეთავაზება გააკეთა და ირანელებს უთხრა: დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენ ერთად შეთანხმებას მივაღწევთ. აღებულ ბირთვულ გეზს შესაძლოა არ გადაუხვიოთ, მაგრამ ამ დაპირისპირებამ შეიარაღებული სახე არ უნდა მიიღოს და არ არის აუცილებელი ირანი იზოლაციაში აღმოჩნდეს დანარჩენი სამყაროდან, აღნიშნა ცირინციონემ ობამას სიტყვებში მსმენელის გასარკვევად.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი დენიელ სერვერი ამბობს, რომ ამერიკული და ევროპული სანქციების გავლენა ირანზე იზრდება და რომ ირანის ხელისუფლება ობამას გამოსვლას მშვიდობიან უვერტიურად ვერ აღიქვამს.

„რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები პრეზიდენტს სუსტ მოაზროვნედ და პოლიტიკოსად ხატავენ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, თუმცა ამ მოსაზრებას ირანის ხელისუფლება ალბათ ვერ გაიზიარებს. თეირანი პირიქით, ძლიერ დიპლომატიურ ზეწოლას ხედავს სანქციებში.“

კონგრესის სიტყვაში ობამამ დროის მოკლე მონაკვეთი ახლო აღმოსავლეთის მოვლენებსაც დაუთმო და აღნიშნა, რომ ამერიკა ცვლილებას უჭერს მხარს. ამ ფონზე, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მან მუამარ კადაფის სიკვდილზე საუბარი სირიაში არსებულ სიტუაციაზე საუბარს დაუკავშირა, სადაც არსებულ მდგომარეობას ბევრი სამოქალაქო ომს ადარებს.

ობამამ ამ განცხადებისას დააკონკრეტა მისი დამოკიდებულება დამასკოს მიმართ და თქვა რომ სავარაუდოდ ძალიან მალე ასადის რეჟიმი გარდაუვალი ცვლილების შესახებ ირწმუნებს.

აღსანიშნვია, რომ სახელმწიფოს ლიდერის გამოსვლაში არ ფიგურირებდა ჩრდილოეთ კორეა, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და ევროპის ვალის კრიზისი. ამასთან დაკავშირებით დენიელ სერვერი ამბობს, რომ ობამა შეეცადა აქცენტი მასშტაბური საერთაშორისო პრობლემებიდან, კონკრეტულ და უმეტესწილად შიდა პრობლემატიკაზე გადაეტანა.

ამერიკის ეკონომიკაზე საურისას, ობამამ მიანიშნა, რომ მისი მტკიცე გადაწყვეტილებაა ამერიკული მრეწველობისა და ალტერნატიული ენერგო ინდუსტრიების განვითარება არ შეფერხდეს უცხოური, კერძოდ კი ჩინეთიდან და გერმანიიდან მომავალი კონკურენციის პირბებში.

XS
SM
MD
LG