ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ყოველწლიური გამოსვლა კანონმდებლებს არჩევანის წინაშე დააყენებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მომავალ კვირას ამერიკელების წინაშე ყოველწლიური მიმართვით გამოვა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ახალი გეგმა ყველა ამერიკელისთვის ხელსაყრელი იქნება.

შაბათის ვიდეო მიმართავში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა,რომ ახალი გეგმა საწარმოო და ენერგო სექტორებს დაეხმარება, რითაც ამერიკის ეკონომიკაში , განათლებისა და დასაქმების სფეროებში სწრაფი გაუმჯობესება დაფიქსირდება.

სამშაბათს პრეზდიენტი ობამა ყოველწლიური მიმართვას კონგრესის წინაშე წარადგენს., რომლის შემდეგაც კანონმდებლები იმსჯელებენ და საბოლოო არჩევანს გააკეთებენ.

სავარაუდოდ ობამას ყოველწლიური გამოსვლა კანონმდებლებს არჩევანის წინაშე დააყენებს. პრეზიდენტის განცხადებით, კონგრესმა ან ნაკლებად სამართლიანი გზა უნდა აირჩიოს ან კი ისეთი გეგმა დაამტკიცოს, რომელიც ყველას სარგებლის იქნება და მარტო მდიდრების წისქვილზე არ დაასხამს წყალს.

XS
SM
MD
LG