ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენები ობამას გამოსვლას აფასებენ


კონგრესმენები ობამას გამოსვლას აფასებენ

კონგრესმენებმა შეაფასეს პრეიზდენტის გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას შეხებოდა.

კონგრესის წინაშე პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსვლას და ერისადმი მიმართვას უკვე მოყვა კონგრესის წევრთა შეფასებები. ვაიომინგის შტატიდან სენატორმა ჯონ ბარასომ განაცხადა:

„მე არ ვფიქრობ რომ ეს მისი ყველაზე ძლიერი სიტყვა იყო. ეს სიტყვა მალე ყველას დაავიწყდება“

დემოკრატმა კონგრესმენმა ნიუ-ჯერსიდან ფრენკ პალონმა კი პრეზიდენტის გამოსვლას მაღალი შეფასება მისცა:

„ვფიქრობ მისი გზავნილი ეკონომიკის გაძლიერების შესახებ ჩემი ამომრჩევლის მოლოდინებს თანხვდება. ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები და უკან დავაბრუნოთ წარმოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის.“

კონგრესმენებმა ასევე შეაფასეს პრეიზდნეტის გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას შეხებოდა. რესპუბლიკელი კონგრსმენი ჯეიმს ლენკფორდი ობამას განცხადებას ირანის შესახებ მიესალამება.

„ეს იყო ირანის შესახებ ყველაზე მკაფიო განცხადება რაც მე მოვისმინე. კერძოდ ის, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ირანის ბირთვულ პროგრამას. ამ საკითხზე ორივე პარტია თანხმდება.“

XS
SM
MD
LG