ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს 5 ჯარისკაცი მოკლეს


ნატოს ოფიციალური განცხადების თანახმად,ავღანეთში მისი ორი ჯარისკაცი მეამბოხეების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. კიდევ ორი ქვეყნის სამხრეთში ბომბის აფეთქებას შეეწირა. იქვე ნათქვამია, რომ კიდევ ერთი ჯარისკაცი ავღანეთის აღმოსავლეთში მეამბოხეებმა მოკლეს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოკლულთაგან ერთ-ერთი ბრიტანელი მოქალაქე იყო. ამ ფონზე ნატოს ძალებმა შეიპყრეს თალიბთა ერთ-ერთი მეთაური.

XS
SM
MD
LG