ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნოემბრის კონგრესის არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი


ამერიკელი ამამორჩეველი ვაშინგტონის მიმართ გულისწყრომას გამოხატავს და მმართველი პარტიის შესაცვლელად მის მოწინააღმდეგეს აძლევს ხმას. ანალიტიკოსების აზრით, წელს ნოემბერში დანიშნული კონგრესის არჩევნები მმართველ პარტიას ძალიან რთულ წელს უქადის.

პენსილვანიის დემოკრატმა სენატორმა არლენ სპექტერმა 30-წლიანი კარიერა არჩევნების შესარჩევ ტურში პენსილვანიის დემოკრატ კონგრესმენთან ჯო სესტაკთან წააგო.

სპექტერი გასულ წლამდე რესპიბლიკელი სენატორი იყო, მაგრამ პრეზიდენტი ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისივე მხარდაჭერით დემოკრატების რიგს შეუერთდა. მისმა მოწინააღმდეგემ, ჯო სესტანკმა წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამაში განაცხადა, რომ სენატორმა სპექტერმა პარტია იმის გამო შეიცვალა, რომ ერთი სამუშაო ადგილი - ანუ საკუთარი - გადაერჩინა. 18 მაისს გამართულ პრაიმერიში სესტაკმა დამაჯერებლად მოიგო.

„ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ზედმეტად ცდილობს საკუთარი სამსახურის შენარჩუნებას იმის ნაცვლად, რომ ხალხს დაეხმაროს... ასე გამოიყურება დემოკრატია - ხალხის მიერ ესტაბლიშმენთის, სტატუს ქვოს, და თუნდაც ვაშინგტონის დამარცხება.“

სესტაკი ნოემბერში რესპუბლიკელ კანდიდატ პეტ ტუმის დაუპირისპირდება ამერიკის სენატში ადგილის მოსაპოვებლად.

არკანზასის შტატში, ცენტრისტმა დემოკრატმა სენატორმა ბლანჩ ლინკოლნმა პრაიმერიში ხმების უმრავლესობა ვერ მოიპოვა მემარცხენე დემოკრატთან.

დეივიდ ჰოკინგსი კონგრეშენალ ქვოტარლი ვიკლის მთავარი რედაქტორია, რომელიც კონგრესის მიმომხილველი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ონლაინ პუბლიკაციაა. ბატონი ჰოკინგსის განცხადებით, უდავოა, რომ ქვეყანაში მმართელი პარტიის შეცვლის სურვილი გამოიკვეთება.

„ეს მმართველი პარტიისა და ვაშინგტონის საწინააღმდეგო წელი იქნება. ახლა ის უნდა გაირკვეს რამდენად ძლიერია ეს ტალღა, რამდენად არაპროპორციული იქნება ის და არსებობს თუ არა საერთოდ გამოკვეთილი წინააღმდეგობის ტალღა.“

ჰოკინგსის თქმით დემორატები უარყოფენ იმას, რომ რესპუბლიკური „ტალღა“ მათ საარჩევნო ქულებს დაემუქრება. ამის მაგალითად მათ დარდაცვლილი კონგრესმენის ჯონ მურტას გარდაცვალების შედეგ დანიშნული ვადამდელი არჩევნები მოჰყავთ. მურთა პენსილვანიის კონგრესმენი დიდი ხნის მანძილზე იყო და მის შემცვლელად ხალხმა ისევ დემოკრატი კანდიდატი მარკ კრიტზი აირჩია. ეს კი კონსერვატორულ საარჩევნო ოლქში მოხდა, რომელმაც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ობამას ნაცვლად სენატორ მაკეინს მისცა ხმა.

მმართველი პარტიის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვება კენტუკის შტატში დაფიქსირდა. რენდ პოლი კონსერვატორი აქტივისტია, რომელიც „ჩაის სმის მოძრაობის“ კანდიდატია. მან რესპუბლიკური ესტაბლიშმენტის კანდიდატს ხმების დიდი რაოდენობით მოუგო. რენდ პოლმა, რომელიც ერთ-ერთი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის შვილია, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„მე შეტყობინება მაქვს - შეტყობინება ჩაის სმის მოძრაობისგან, რომელსაც ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ. ჩვენ მოვედით ჩვენი მთავრობის უკან დასაბრუნებლად.“

დეივიდ ჰოკინგსის განცხადებით, ჩაის სმის მოძრაობა ისეთი ძალაა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას.

„ცხადია, რომ ჩაის სმის მოძრაობას გრძელვადიანი ძალა აქვს, და მას შესწევს უნარი გააერთიანოს უკმაყოფილო ამომრჩევლები“

მაგრამ ბატონი ჰოკინგსის თქმით, ჩაის სმის მოძრაობამ შეიძლება რესპუბლიკელებს ზიანი მიაყენოს ნოემბრის არჩევნებში, რადგანაც ისინი უკიდურესად მემარჯვენეებად არიან მოსაზრებული.

ისტორიულად, პარტია, რომელიც თეთრ სახლს აკონტროლებს, პრეზიდენტის პირველი ვადის დროს გამაართულ არჩევნებში როგორც წესი კონკრესში ადგილებს კარგავს. პრეზიდენტი ობამასა და მისი პარტიისთვის მთავარი შეკითხვა ის არის რამდენ ადგილს დაკარგავენ დემოკრატები. რესპუბლიკელებს 40 ადგილი სჭირდებათ იმისთვის, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვონ.

ჰოკინგსი და სხვა ანალიტიკოსების აზრით ამ კვირაში ჩატარებული პრაიმერის შედეგებზე დიდი ყურადღება არ უნდა გამახვილდეს, რადგანაც ნოემბრის არჩევნებამდე ჯერ კიდევ 5 თვეა დარჩენილი.

XS
SM
MD
LG