ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელები სახელმწიფო სტატუსს ითხოვენ


პალესტინელები სახელმწიფო სტატუსს ითხოვენ

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს ოფიციალურად გადასცემენ მოთხოვნას პალესტინური სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.

მაჰმუდ აბასმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ბოსნია ჰერცოგოვინას ეწვია, სადაც შეეცადა ბოსნია-ჰერცოგოვინას მთავრობის მხარდაჭერის მოპოვედბას ამ ინიციატივისადმი. იმავე მიზნით იგი ლიბანს გაემგზავრა. ბოსნია-ჰერცოგოვინა და ლიბანი გაეროს უშიშროების საბჭოს ათ მუდმივ წევრ სახელმწიფოს შეადგენს. პალესტინის სახელმწიფომ უნდა მოიცვას თავის თავში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირ, ღაზას სექტორი და იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი. ეს ტერიტორიები ისრაელმა 1967 წლის ომის დროს იგდო ხელთ.

XS
SM
MD
LG