ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ხსოვნის ნოემბერი“ ლონდონში


„ხსოვნის ნოემბერი“ ლონდონში
„ხსოვნის ნოემბერი“ ლონდონში

ბრიტანელებს ეს ომი ძალიან ძვირი უჯდებათ

ავღანეთში ასობით ბრიტანელი ჯარისკაცის დაღუპვამ საპროტესტო აქციები გამოიწვია. რაც ლისაბონში ნატოს სამიტის მიმდინარეობას დაემთხვა. დემონსტრანტები ავღანეთიდან ბრიტანეთის არმიის გამოყვანას ითხოვდნენ. მართალია, ბრიტანეთში ავღანეთის ომის წინააღმდეგ მრავალჯერ გაიმართა საპროტესტო აქცია, თუმცა, ეს უკანასკნელი გამორჩეული იყო.

შაბათს გამართულ აქციას ავღანეთის ომის ვეტერანი დ ყოფილი სამხედრო ჯო გლენტონი ხელმძღვანელობდა. შაბათს მან თავისი მედალიც დატოვა. ჯო გლენტონმა ციხეში 9 თვე გაატარა, რადგანაც მან უარი თქვა ავღანეთში მეორეჯერ გამგზავრებაზე.

„ეს არის წინააღმდეგობის გაწევის და ომისადმი ხალხის ზიზღის კიდევ ერთი მაგალითი, რომლისგანაც ჩვენი სახე უნდა დავიცვათ,“ - განაცხადა გლენტონმა

ავღანეთში დიდ ბრიტანეთს 9 ათასი ჯარისკაცი ყავს, ყველაზე მეტი შეერთებული შტატების შემდეგ.

მას შემდეგ რაც ომი დაიწყო უკვე 300-ზე მეტი ბრიტანელია დაღუპული. მსხვერპლის ზრდა კი მოსახლეობის აზრს ომის საწინააღმდეგოდ განაწყობს.

ომებში დაღუპული ჯარისკაცების საპატივცემულდ ხსოვნის რიტუალები ბრიტანეთში ყოველ ნოემბერს ტარდება. წლევანდელი ხსოვნა იმ ჯარისკაცებს მიეძღვნათ, ვინც ავღანეთიდან არ დაბრუნებულა.

პრინცი ჰარი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, დასავლეთ ლონდონში ხსოვნის ბაღში გამართულ შეკრებას დაესწრო.

346 სხვა იქ მყოფის მსაგვსად მან თავის მეგობრის - ჯონათან ვუდგეითის საფლავზე ჯვარი ჩაარჭო. მისი მეგობარი წელს ავღანეთში მოკლეს. ჯონათანის მამამ თავის შვილთან საუბარი გაიხსენა.

მე ვცდილობდი მისგან გამეგო თუ რა ხდებოდა იქ, მაგრამ ის მპასუხობდა, რომ მხოლოდ რაღაცეები. და ახლა როდესაც მისი თანამებრძოლები მე მის შესახებ მიყვებიან, მე უკვე ვიცი, რომ ის გმირი იყო, - ამბობს ტონი ვუდგეიტი თავის შვილის შესახებ.

„საზოგადოების მხრიდან ბრიტანეთის არმიის მხარდაჭერა მაღალია. მათი ხსოვნის ეს მინდვრები კიდევ ერთი მაგალითია მათდამი პატივისცემისა. თუმცა იმ კონფლიქტისადმი მხარდაჭერა რისთვისაც ისინი ავღანეთში იბრძვიან რასაკვირველია გაცილებით დაბალია“.

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 70 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ეს წაგებული ომია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბრიტანელებს ეს ომი ძალიან ძვირი უჯდებათ, რაც ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. ბრიტანელები უკვე კითხულობენ იმ 8 მილიარდის შესახებ რომელიც ავღანეთის ომშია დახარჯული.

იმათ გასაგონად, ვინც ბრიტანელების უკან დაბრუნების მომხრეა, ლისაბონის ნატოს სამიტზე პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა 2015 წელი ბრიტანული არმიის ავღანეთიდან გამოწვევის ბოლო ვადად დაასახელა. „თუ გნებავთ ამას უკუსვლა უწოდეთ. ნება მომეცით განვმარტო, რომ ეს ბოლო ვადაა და ვფიქრობ ბრიტანულმა საზოგადოებამ ეს ვადა დაიმსახურა. ჩვენ 9 წლის მანძილზე ჰელმენდში ვიდექით, ავღანეთის ყველაზე რთულ პროვინციაში,“ - განაცხადა კამერონმა. თუკი, ბრიტანეთის ჯარები ავღანეთში დიდხანს დარჩებიან ხსოვნის ბაღში ჯვრების რაოდენობაც მოიმატებს. ასევე საკითხავია, შეძლებს თუ არა ბრიტანეთი ამ ომის კიდევ 5 წლით მოთმენას.

XS
SM
MD
LG