ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მლადიჩის სასამართლო მლადიჩის გარეშე


მლადიჩის სასამართლო მლადიჩის გარეშე
მლადიჩის სასამართლო მლადიჩის გარეშე

სასამართლო პროცესი ჰააგაში 11 ბრალდებისგან შემდგარ საქმეზე მიმდინარეობს

ბოსნიელი სერბების ყოფილ სამხედრო ლიდერს რატკო მლადიჩს დღეს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. ამის მიზეზი კი, მლადიჩის მიერ მოსამართლეებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება გახდა. მლადიჩმა ასევე უარი განაცხადა შეწყალების თხოვნაზე. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჰააგაში 11 ბრალდებისგან შემდგარ საქმეზ მიმდინარეობს. რატკო მლადიცი მაისში დააპატიმრეს. ის 16 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მლადიცს ბრალდ ედება 1995 წელს ბოსნიელების წინააღმდეგ გენოციდის ხელმძღვანელობა, როდესაც ქალაქ სრებრენიცასთან 8000- მდე ბოსნიელი მამაკაცი მოკლეს. სრებრენიცას ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე სისხლიან მასობრივ მკვლელობად არის აღიარებული. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ფარდის უკანა მხარეს სრებრენიცას ტრაგედიის დროს გადარჩენილი მოქალაქეები ისხდნენ. ჰასან ნუჰანოვიჩი ერთერთი მათგანია. მან დაინახა, თუ როგორ წაიყვანეს მლადიჩის ჯარისკაცებმა მისი მამა, დედა და ძმა. მას თავისი ოჯახის წევრები მას შემდეგ აღარ უნახავს.

„მლადიჩის პერსონაზე საუბარი არ არის მთავარი. მე რეალურად არც მაინტერესებს მისი პიროვნება. ეს ყველასთვის სპექტაკლია. მე თავად საქმის არსი მაინტერესებს, ვიდრე მლადიჩის პიროვნება,“ - განაცხადა ნუჰანოვიჩმა.

XS
SM
MD
LG