ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ურანის ექსპორტს აფართოვებს


მოსკოვმა სამხრეთ აფრიკასთან ხელშეკრულება გააფორმა

რუსეთი თანახმაა სამხრეთ აფრიკას ბირთვული ელექტროსადგურისთვის გამდიდრებული ურანი მიაწოდოს. მიწოდება 2017 წლამდე უნდა მოხდეს. ხელშეკრულებას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტით, ორ ქვეყანას შორის ურანით ვაჭრობის შეთანხმება გახანგრძლივდა. როგორც რუსეთის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა სერგეი კირიენკომ განაცხადა, ამ გარიგებით რუსეთის წილი სამხრეთ აფრიკის ურანის ბაზარზე 45 პროცენტით განისაზღვრა. მისივე თქმით, რუსეთი მზადაა სამხრეთ აფრიკას დამატებითი ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობაში დაეხმაროს.

XS
SM
MD
LG