ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენიის საპორტო ქალაქ მომბასაში და მის ახლოსმდებარე პატარა ქალაქში ერთდროულად ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 24 დაიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ მტუაპაში დაუდგენელმა პირმა ქრისტიანულ სამლოცველოსთან ხალხის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა. მომბასაში კი ხელყუმბარა ქალაქის მთავარ სტადიონთან მდებარე რესტორანთან ააფეთქეს.

XS
SM
MD
LG