ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტებმა მოკლული გუბერნატორი ააფეთქეს


ტერორისტებმა მოკლული გუბერნატორი ააფეთქეს

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით ქალაქ ყანდაარის სამხრეთ ნაწილში თვითმკვლელმა ტერორისტმა მეჩეთზე იერიში მიიტანა. თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა მეჩეთში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მოკლული ძმის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორისაა პროვინციის რელიგიური საბჭოს თავმჯდომარე და მცირეწლოვანი ბავშვი, 15 ადამიანი დაჭრილია.

მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არავინ იღებს. პოლიცია ასევე ადასტურებს ყანდაარის სხვა ტერიოტორიაზე მომხდარ აფეთქებასაც, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, წელს, ომის დროს მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი გაცილებით მაღალია.

XS
SM
MD
LG