ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გბაგბოს რეზიდენცია ალყაშია


გბაგბოს რეზიდენცია ალყაშია
გბაგბოს რეზიდენცია ალყაშია

გაეროს წარმომდგენლებმა სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკაში ასზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც ეთნიკურ ნიადაგზე არიან დახოცილნი.

ამ ქვეყნის ლიდერმა ალასანე ოუტარამ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. სატელევიზიო გამოსვლაში ბატონმა ოუტარამ განაცხადა, რომ მისმა ერთგულმა სამხედროებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლორენ გბაგბოს რეზიდენციას აბიჯანში ალყა შემოარტყეს.

ლორენ გბაგბო ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სწორედ მან მოიპოვა და უარს აცხადებს ძალაუფლების დათმობაზე, რამაც ქვეყანა უმძიმეს კრიზისში ჩააგდო.

XS
SM
MD
LG