ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დემონსტრაციები იმართება


სირიაში დემონსტრაციები იმართება
სირიაში დემონსტრაციები იმართება

სირიაში განხორციელებული საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა.

სირიის აქტივისტები აცხადებენ, რომ უშიშროების ძალებმა დღეს რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. ამავე განცხადების თანახმად, დემონsტრანტები ქალაქ დარაში დააკავეს.

უშიშროების ძალებმა პარასკევს ერთერთი საპროტესტო აქციის დროს 7 ადამიანი მოკლა. თვითმხილველები ამბობენ, რომ უშიშროების ძალებმა გამოიყენა იარაღი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები.

ორგანიზაცია "ჰიუმან რაით ვოჩის" მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სირიაში განხორციელებული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ქვეყნის სათავეში 11 წელია.

XS
SM
MD
LG