ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანელები კანცლერზე განაწყენებული არიან


გერმანელები კანცლერზე განაწყენებული არიან

ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ბადენის მხარეს 1953 წლიდან მართავს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიას რეგიონულ არჩევნებში დღეს დამარცხება მოელის.

ამჯერად როგორც მოსალოდნელია მმართველ პარტიას მხარს არ დაუჭერს ბადენ-ვიუტემბერგის მოსახლეობა. ბადენის მხარე გერმანიის უძლიერეს სამრეწველო პოტენციის რეგიონად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ბადენის მხარეს 1953 წლიდან მართავს. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლები განაწყენებულნი არიან გერმანიის კანცლერზე, იაპონის ბირთვული კრიზისის შემდეგ გერმანიაში განხორციელებული ატიმური პოლიტიკის გამო.

როგორც ცნობილია ანგელა მერკელმა მხოლოდ 7 რეაქტორის დახურვის განკარგულება გასცა. გერმანიაში ბირთვული ენერგია საკმაოდ არაპოპულარულია. გუშინ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გერმანიის ოთხ უმსხვილეს ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

XS
SM
MD
LG