სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ბირმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ ბირმის სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში არჩევნები ჩაატარა და საშინაო პატიმრობიდან ცნობილი დისიდენტი აუნ სან სუ ჩი გაათავისუფლა.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ორდღიანი უმაღლესი დონის შეხვედრა დღეს ინდონეზიის საკურორტო ქალაქ ლომბოკში გაიხსნა. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტი ნატალეგავამ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ბირმაში ამ ბოლო დროს მომხდარ დემოკრატიულ ცვლილებებს სანქციების გაუქმებით უნდა უპასუხოს, რათა ღარიბ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების საშუალება მიეცეს.
როგორც ცნობილია, ბირმის მმართველი სამხედრო ხუნტის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დაშვებული დარღვევების გამო, საერთაშორისო თანამეგობრობამ ქვეყანაზე საქნციები დააწესა.