სავარაუდოდ ორი თვითმკვლელი ტერორისტი დღეს ბაღდადში წვევამდელების რეგისტრაციის ცენტრს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 20 დაშავდა.
ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებით, პირველმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მინი ავტობუსი ნაგებობის შესასვლელ კართან ააფეთქა. მეორე თავდამსხმელი კი ფეხით უახლოვდებოდა ხალხმრავალ ადგილს. ნაგებობის დაცვამ მას ცეცხლი მანამ გაუხსნა, ვიდრე თავდამსხმელი დეტონაციას მოახერხებდა.
რამდენიმე კვირის წინ მსგავსი თავდასხმა მოხდა იგივე ცენტრზე. მაშინ 59 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 125 დაშავდა.