ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას ელექტროსადგურზე გრძელდება სამუშაოები


ფუკუშიმას ელექტროსადგურზე გრძელდება სამუშაოები
ფუკუშიმას ელექტროსადგურზე გრძელდება სამუშაოები

იაპონელი სპეციალისტები ცდილობენ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის კომპლექსთან ელექტროკაბელის მიერთებას.

ეს სპეციალისტებს მისცემს იმის საშუალებას, რომ ისევ აამუშაონ წყლის საქაჩი ტუმბოები, რათა გააგრილონ გადახურებული რეაქტორი. როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგანეტო აცხადებს იაპონიის მთავრობამ მას აცნობა, რომ კაბელი უკვე მიყვანილია ადგილამდე, თუმც ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი იმის თაობაზე, თუ როდის შესძლებენ სპეციალისტები რეაქტორისადმი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტმა სტივ ჰერმანმა შეიტყო ოფიციალური პირების არ მოელიან, რომ კვირამდე იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიის მიწოდება მეორე და მესამე რეაქტორებისადმი. გაგრილების პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას მესამე რეაქტორში, სადაც რადიაციული გაჟონვა განსაკუთრებით მაღალია.

XS
SM
MD
LG