ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა


საბერძნეთი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა
საბერძნეთი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა

პრემიერი პაპადემოსი და პარტიების თავმჯდომარეები საპენსიო შეკვეცების გარდა უკვე ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე შეთანხმდა

ევროპაში მთავარ თემად კვლავ საბერძნეთისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული საბიუჯეტო შეკვეცები რჩება. ხუთშაბათს დილიდან საბერძნეთის პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები ამ მოთხოვნებს განიხილავენ.

თუკი კოალიციური მთავრობის სამივე წამყვანი პოლიტიკური პარტიის მეთაური ქვეყნის ბიუჯეტის შემდგომ შეკვეცაზე შეთანხმებდება, საბერძნეთი ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსური სტიმულირების კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ახალ ტრანშს მიიღებს.

როგორც ბერძნული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპადემოსი და სამივე პარტიის თავმჯდომარე საპენსიო შეკვეცების გარდა უკვე ყველა დანარჩენ საკითხზე შეთანხმებულია. დღეს მოგვიანებით ისინი კიდევ ერთ შეკრებას გეგმავენ.

ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებს შორისაა: მინიმალური ხელფასის 20 პროცენტით შემცირება, ზოგიერთი სახის პენსიის 15 პროცენტით შეკვეცა და 15 ათასი საჯარო სამსახურის გაუქმება. ბერძენი მოსახლეობა მასობრივი პროტესტების და გაფიცვების გზით გადაწყვეტილების მიღებას კატეგორიულად აპროტესტებს.

დეფოლტის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს ახალი 170-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტი სასწრაფოდ ესაჭიროება.

XS
SM
MD
LG