ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი განსაცდელის წინაშეა


საბერძნეთი განსაცდელის წინაშეა

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი ლუკას პაპადემუსი და ქვეყნის ფინანსთა მინისტრი საბერძნეთის პარტიების ლიდერებთან, ხარჯების შეკვეცასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

მთვარობა და პარლამენტი ახალ გეგმაზე უნდა შეთანხმდნენ, რათა ევროკავშირის და საერთაშიროსო სავალუტო ფონდისგან დახმარების სახით სესხი მიიღონ.

კვირას საბერძენთის მთავრობის, ევროკავშირის და სავალუტო ფონდის წარმოამდგენლების ერთდღიანი მოლაპარაკებები კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მხარეებმა საბერძნეთს 169 მილიარდიანი გადარჩენის პაკეტის სანაცვლოდ, ეკონომიკური რეფორმების გატარება და ხარჯების შეკვეცა მოთხოვეს.

კონსერვატორების პარტიის წარმომადგენელმა ანტონის სამარასმა საბერძნეთის მთავრობის მოთხოვნა რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით დაგმო. მისი განცხადებით, საბერძნეთს არ შესწევს უნარი შეკვეცასთან დაკავშირებით ზედმეტი ვალდებულებები იკისროს.

XS
SM
MD
LG