ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერძნების პროტესტი


ბერძნების პროტესტი

დღეს საბერძნეთის პარლამენტში ახალ ანტიკრიზისულ გეგმას უყრიან კენჭს

ევროკავშირის ახალი ანტიკრიზისული გეგმა საბერძნეთში მორიგი მძლავრი საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯერ სელდინი ათენში საპროტესტო გამოსვლებს აკვირდებოდა.

საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩები მოლოტოვის კოქტეილების და ცრემლსადენი გაზის ცეცხლსა და კვამლშია გახვეული. ამ კვამლის მიღმა კი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ბერძენი დემონსტრანტები მოაბიჯებენ. ზოგი მათგანი „ამერიკის ხმასთან“ სასაუბროდ იცლის.

„რა ზომებიც არ უნდა მიიღონ, ეს სირცხვილია. ხალხი აღელვებულია და მე არც კი ვიცი სადამდე მივა ეს ვითარება,“ - ამბობს ერთერთი დემონსტრანტი დიმიტრიოსი.

აქვეა კომუნისტების ლიდერი ალეკა პაპარიგაც.

„მათ ხალხიც რომ შეჭამონ, გაბანკოტებას ვერ შეაჩერებენ. ყოველივე უარესობისკენ მიდიის. აი რატომ ვითხოვთ ჩვენ ვალის ჩამოწერას და ევროკავშირიდან გამოსვლას,“ - ამბობს პაპარიგა.

პრემიერ-მინისტრ ლუკას პაპადემოსის მთავრობა კი აცხადებს, რომ საბერძნეთს სხვა არჩევანი არ აქვს და მათ ევროკავშირის ანტიკრიზისული სესხი უნდა მიიღო, რაც 172 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, მმართველი კოალიციის წევრი მემარჯვენე პარტიის ლიდერი გეორგეო კარატზაფერისი ამბობს, რომ გერმანელების მიერ შეთავაზებულ დამამცირებელ წინადადებაზე უარი განაცხადა.

„თუკი ქვეყნის პრემიერ მინისტრს, რომელსაც მე ვენდობი, სურს რომ მთვარობაში მოადგილეებად ჩვენი პარტიის წევრები ყავდეს, მაშინ მე მათ დავტოვებ იქ, ხოლო თუ არ სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. მე ქვეყანას ამ ვითარებაში პრობლემას არ შევუქმნი, თუმცა არც ამ გეგმას დავუჭერ მხარს,“ - აცხადებს მემარჯვენეების ლიდერი.

ბერძენო კანონმდებლები კი უკვე შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში სახელფასო ხარჯები 22 პროცენტით შემცირდება, ხოლო სამთვრობო სტრუქტურებში 15 ათასი სამუშაო ადგილი დაიხურება. ეს კი ბერძნების პროტესტს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

XS
SM
MD
LG