ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტული საფრთხე დედოფლის ვიზიტის წინ


ტერორისტული საფრთხე დედოფლის ვიზიტის წინ
ტერორისტული საფრთხე დედოფლის ვიზიტის წინ

ირლანდიელი სამხედროების განცხადებით, მათ ავტობუსის საბარგო განყოფილებაში აღმოჩენილი ბომბის გაუვნებელყოფა მოახერხეს.

ეს კი ქვეყანაში დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე მოხერხდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ბომბი დუბლინიდან 25 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მეინუთში მდებარე ავტობუსში აღმოაჩინეს. მოკლე ხანში ახლოს მდებარე ტრამვაის სადგურში საეჭვო მოწყობილობა იპოვეს, თუმცა იქ ბომბი არ აღმოჩნდა. დღეს ირლანდიაში დედოფალი ელისაბედის და მისი მეუღლის პრინცი ფილიპის ოთხდღიანი ვიზიტი დაიწყო.

XS
SM
MD
LG