ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი სირიის ოპოზიციას შეხვდა


ჰილარი კლინტონი სირიის ოპოზიციას შეხვდა
ჰილარი კლინტონი სირიის ოპოზიციას შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შვიდ სირიელ ოპოზიციონერს შეხვდა ჟენევაში. ამ ფონზე კი აშშ-ის ელჩი, ექვსი თვის თავზე დამასკოსში დაბრუნდა.

ევროპაში გაძევებული სირიის ეროვნული საბჭოს წევრებთან საუბრისას, კლინტონმა განაცხადა, რომ დემოკრატიული გარდაქმნა უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დამხობა. ქვეყანამ უნდა აირჩიოს კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის უნივერსალური უფლებების დაცვის გზა, ეთნიკური კუთვნილების და სქესის განურჩევლად.

ეს იყო სახელმწიფო მდივნის პირველი შეხვედრა სირიელ ოპოზიციონრებთან, რომელთა შორის იყვნენ ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, დ ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დამცველი კოორდინატორები.

XS
SM
MD
LG