ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ოფიციალური ვიზიტით ბარბადოსში იმყოფება, სადაც კარიბის ზღვის ქვეყნების ლიდერებს ხვდება.
დღეს ლათინურ ამერიკაში კლინტონის ოთხი ქვეყნისგან შემდგარი ტური სრულდება.
ოთხშაბათს, ბოგოტაში, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა პრეზიდნეტ ობამას ძალისხმევას, კოლუმბიისთვის უსაფრთხოების კუთხით დახმარების საქმეში.
ბოგოტაშივე კლინტონი კოლუმბიის პრეზიდენტ ალვარო ურიბეს შეხვდა, რომელიც აგვისტოში 8 წლიან საპრეზიდნეტო ვადას ამოწურავს.