ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ერაყში თავდასხმების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა


დღეს ერაყში რამდენიმე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ მოსულის დასავლეთ რაიონში მდებარე საგუშაგოსთან კამიკაძემ აიფეთქა თავი. ამ აფეთქებას პოლიციის 4 ოფიცერის სიცოცხლე შეეწირა. კიდევ 4 მათგანი დაიჭრა.

იმავე მოსულში ერაყის არმიის ბაზასთან კიდევ ორმა კამიკაძემ აიფეთქა თავი. ამ ტერაქტის შედეგად 1 ჯარისკაციდაიღუპა და 5 დაიჭრა.

ბაღდადში პლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა და 8 დაიჭრა გზისპირას ჩადებულ ნაღმზე აფეთქების შედეგად.

დიუალას პროვინციაში კი ალ-ყაიდას წინააღმდეგ მებრძოლი ორი ძმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG