ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში მეამბოხეებმა ქალაქი ბრეგა დატოვეს


ლიბიაში მეამბოხეებმა ქალაქი ბრეგა დატოვეს
ლიბიაში მეამბოხეებმა ქალაქი ბრეგა დატოვეს

ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის ერთგული ძალების მიერ ცეცხლის მასირებული გამოყენების შემდეგ მეამბოხეები იძულებული შეიქმნენ დაეტოვებინათ ქალაქი ბრეგა.

ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის ერთგული ძალების მიერ ცეცხლის მასირებული გამოყენების შემდეგ მეამბოხეები იძულებული შეიქმნენ დაეტოვებინათ ქალაქი ბრეგა და ამჟამად მიიწევენ ქალაქ აჯდაბიასკენ. კადაფის ძალებმა შეტევისას რეაქტიული ჭურვები და ნაღმდსატყორცნები გამოიყენეს. ამ ფონზე ლიბიის ოპოზიციის ძალების მეთაურმა აბდელ ფატა იუნესმა მწვავედ გააკრიტიკა ნატო. მისივე თქმით ნატო მერყეობს და აყოვნებს ავიაციის დროულად გამოყენებას, მაშინ როდესაც კადაფის ძალები მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. როგორც მან თქვა ზოგჯერ, როდესაც მეამბოხეები ითხოვენ საჰაერო დარტყმას ისინი ამ დარტყმის განხორციელებას თითქმის ათი საათის განმავლობაში ელოდებიან. იუნესმა კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა, როდესაც ოპოზიციამ მისი სახმელეთო ძალებისათვის ავიაგამანადგურებლები მოითხოვა, რაზეც ნატოს უარი მიიღო. იუნისი იმუქრება, რომ გაასაჩივრებს ამ ფაქტებს გაეროს უშისროების საბჭოში.

XS
SM
MD
LG