ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიკი - ირანის ფავორიტი?


მალიკი - ირანის ფავორიტი?
მალიკი - ირანის ფავორიტი?

ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელს ნური ალ-მალიკის კანდიდატურას ირანი უჭერს მხარს, როგორც ერაყის მომავალ პრემიერ-მინისტრს. ამაზე აშშ-მ რეაქციის სახით გააპროტესტა ირანის ჩარევა ერაყის შინაგან საქმეებში. თეირანში მალიკის ჩასვლიდან სულ რამოდენიმე საათში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რაუფ შაიბანიმ განაცხადა, რომ მალიკი ირანისთვის მისაღები კანდიდატურაა ერაყის მთავრობის სათავეში. მოგვიანებით ირანის უზენაესმა სულიერმა წინამძღვარმა აიათოლა ალი ხამენეიმ მალიკისთან საუბარში აღნიშნა, რომ ერაყმა რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა შექმნას ახალი მთავრობა. აშშ-ს სახ-დეპმა ერაყის ლიდერებს მოუწოდა სიფრთხილისაკენ და აღნიშნა, რომ ირანი მხოლოდ მაშინ გახდება ერაყის კეთილი მეზობელი სახელმწიფო თუ იგი დაიცავს მის სუვერენობას და აღარ დაუჭერს მხარს მათ, ვინც ერაყში ძალმომრეობას მიმართავს.

XS
SM
MD
LG