ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას


ერაყის ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას
ერაყის ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას

ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ კანონმდებლები შეძლებენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ქვეყანაში ამერიკის ჯარების ყოფნის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მან ეს განცხადება ერაყის პრეზიდენტთან ჯალალ თალაბანთან შეხვედრის წინ გააკეთა. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები ერაყიდან სამხედრო ნაწილების გაყვანას წლის ბოლომდე გეგმავს, თუმცა როგორც ამერიკის ასევე ერაყის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ამის შემდეგ ქვეყანაში ვითარება გაუარესდება. ამავდროულად, ამერიკის ოფიციალური პირები გამოხატავენ უკმაყოფილებას იმასთნ დაკავშირებით, რომ ერაყის ხელისუფლებამ ვერ მიღო საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ადმირალ მაიკ მალენის განცხადებით, მას კარგად ესმის რომ არსებობს პოლიტიკური სირთულეები, თუმცა ერაყის ლიდერებმა გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ.

XS
SM
MD
LG