ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრეზიდენტი მალიკის თხოვნით მიმართავს


ერაყის პრეზიდენტი მალიკის თხოვნით მიმართავს
ერაყის პრეზიდენტი მალიკის თხოვნით მიმართავს

ერაყის პრეზიდენტმა ნური ალ მალიკის თხოვნით მიმართა, არ დატოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტი და შექმნას ახალი მთავრობა.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს მიღწეულმა შეთანხმებამ პარლამენტში აზრთა სხვაობა გამოიწვია, რასაც სუნიტთა ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტის შენობის დატოვება მოჰყვა თან. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოპოზიციის მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული. მოთხოვნებში შედიოდა ირაკიას კოალიციის სამი კანდიდატის დისკვალიფიკაციის შეცვლა, რომლის თანახმად ეს კანდიდატები ბაათის პარტიის წევრები იყვნენ სადამ ჰუსეინის დროს.

მთლიანობაში სუნიტები ე.წ. დებაათიფიკაციის პროცესს აღიქვავენ, როგორც შიიტთა მცდელობას არ დაუშვან სუნიტების ხელისუფლებაში მოსვლა.

XS
SM
MD
LG