ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთს მიემგზავრება


სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჯონგ ილი მათვი ვარაუდით ჩინეთს გაემგზავრა. ვინაობადაუსახელებელმა სამხრეთ კორეელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს მანამდე სამხრეთ კორეულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობები კიმის ჩინეთში ვიზიტის შესახებ. სამხრეთ კორეის ერთ-ერთი სატელევიზიო არხის თანახმად ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თან ახლავს მისი ვაჟიშვილი კიმ ჯონ უნი. საგულისხმოა, რომ კიმი ჩინეთს მიემგზავრება ერთი დღის შემდეგ, რაც ფხენიანში ჩავიდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენრი ჯიმი კარტერი. კარტერის ვიზიტის მიზანია პატიმრობაში მყოფი ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება.ჩინეთის მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ცნობებზე კიმის ჩინეთში ვიზიტის შესახებ.

XS
SM
MD
LG