ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიპოლიში ლიბიის ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს


ტრიპოლიში ლიბიის ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს

ტრიპოლიში ოპოზიციის ძალებმა მოამარ კადაფის რეზიდენცია დაიკავეს და უკვე დაიწყეს რეზიდენციიდან სუვენირების სახით იარაღის, ტელევიზორებისა და სხვა ნივთების გატანა.

თვით კადაფისა და მისი ოჯახის წევრების კვალი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ეროვნულ დროებითი საბჭოს მეთაურმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა განაცხადა, რომ სამი დღის განმავლობაში ტრიპოლიში მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაიღუპა 400, ხოლო დაიჭრა 2000 კაცი. დატყვევებულია კადაფის 600 ჯარისკაცი. მისივე თქმით ბრძოლა დასრულებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც კადაფის პირადად კადაფის დაატყვევებენ. კადაფი მის განცხადებაში ამტკიცებს, რომ მან რეზიდენცია დატოვა ტაქტიკური მოსაზრებებით.

XS
SM
MD
LG