ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ -ამერიკული სამხედრო წვრთნები


ქართულ -ამერიკული სამხედრო წვრთნები
ქართულ -ამერიკული სამხედრო წვრთნები

18 ივლისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამ საკითხზე ჩვენი გადაცემის სტუმარი ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის უფროსი ბატონი თენგო გოგოტიშვილი საუბრობს.

თ.გ - „ ეს წვრთნები, რამდენადაც ცნობილია, მიძღვნილია ქართულია არმიის მონაწილებიისადმი ავღანურ ოპერაციაში. ამერიკელი საზღვაო ქვეითები აგრძელებენ დახმარებას ქართული შენაერთებისათვის. ამ შემთხვევაში მეოთხე ბრიგადის მებრძოლეებისათვის, რომ ისინი მოემზადონ ავღანური ოპერაციისათვის. ეს მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაციაა. რადგან ყველამ იცის, რომ ქართველები ერთ-ერთი უდიდესი კონტიგენტით არიან წარმოდგენილები ავღანეთში, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული შენაერთები, ქართული ბატალიონები შეძლებისდაგვარად უკეთ მოემზადოს ავღანური ოპერაციისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ქართველების ეგრეთწოდებული განთავსებამდელი წრთვნა მიმდინარეობს 6 თვის განმავლობაში. თითო ბატალიონი ემზადება 6 თვის განმავლობაში. ემზადება ჯერ საქართველოში შემდეგ გერმანიაში. მოგეხსენებათ ასევე, რომ ოთხი ათეული ჰამერის ტიპის ავტომობილი, მათ შორის ათამდე დაჯავშნული ქართულ მხარეს გადმოეცა ზუსტად იმისთვის, რომ ავღანეთისთვის წრთვნა გაიაროს ჩვენმა შენაერთებმა.

ასე რომ, ეს კიდევ ერი ნაბიჯია, კიდევ ერთი ეტაპია, იმისათვის, რომ ქართველი ჯარები აბსოლუტურად მომზადებულები შეხვდნენ იმ სირთულეებს, რაც ნებისმიერ კონტიგენტს დახვდება ავღანეთში ჩასვლისას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართული მხრიდან მონაწილეობს ერთი ბატალინი, დაახლოებით 400-500, თუ არ მეშლება 450 სამხედრო მოსამსახურე. დაახლოებით ამდენივე მონაწილეობს ამერიკელი სამხდრო მოსამსახურე, რომელთა მუდმივი ბაზირების ადგილია რუმინეთი, სადაც მათი ბაზა არის განთავსებული.

ასევე ცნობილია, რომ საქართველოს სურს საწრთვნელი ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოში. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა რამდენიმე კვირის წინ, გენერალ პეტრეუსთან შეხვედრის დროს. მაშინ გენერალი პეტრეუსი ჯერ კიდევ სარდლობდა ნატოს კონტინგენტს ავღანეთში და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ ფიქრობს და სთხოვს ნატოს დახმარებას ეგრეთწოდებული განთავსებამდელი წრთვნის ცენტრის შექმნაში საქართველოში. რას ნიშნავს განთავსებამდელ წრთვნას მგონი დიდი ახსნა არ ესაჭიროება. ეს არის წრთვნა, რომელსაც გადის ნებისმიერი კონტინგენტი. ნებისმიერი სამხედრო გინდ ინდივიდუალურ დონეზე და გინდ კოლექტიურ დონეზე, შენაერთის დონეზე იმისთვის, რომ მოემზადოს საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ამ ეტაპზე 1000-ამდე სამხედრო მოსამსახურე გვყავს ავღანეთში და კიდევ ვგეგმავთ, რომ 2012 წელს დაახლოებით ალბათ ერთი ბატალიონი დაემატება კიდევ ქართულ შენაერთს და სულ მთლიანად ქართველები სამხედროების რაოდენობა ავღანეთში შეადგენს 1500 ადამიანს.

აი ამ მაშტაბის გათვალისწინებით, თავდაცვის სამნისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა და მინდა გითხრათ, ნატოც ამ ეტაპზე მხარს უჭერს ამ იდეას, რომ საქართველოში გაკეთდეს საგანგებო მომზადების ცენტრი.

დღეისათვის ქართველი სამხედროები მომზადებას გადიან კრწანისის სასწავლო ცენტრში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და სადაც მათ წრთვნას უტარებენ ამერიკელი საზღვაო ქვეითების ინსტუქტორები, მაგრამ უკვე მომზადების ცენტრს რაც შეეხება, თუკი ესეთი მომზადების ცენტრი გაიხსნება, ეს არ იქნება მხოლოდ ქართული შენაერთებისათვის აქ შეიძლება წრთვნა გაიაროს პარტნიორი ან ნატოს წევრი ქვეყნის ნებისმიერმა ქვედანაყოფმა იქამდე სანამ გაემგზავრება ავღანეთში."

XS
SM
MD
LG