აშშ ევროკავშირს შეუერთდა ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი მთავრობის ოფიციალურ პირების მიმართ ფინანსურ სანქციებსა და ვიზების გაცემის აკრძალვაში. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ იგი ამჟამად აფართოვებს იმ ბელორუს ოფიციალურ პირთა სიას, რომლებსაც აეკრძალებათ აშშ-ში შესვლა. იქვე ნათქვამია, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ფინანსური სანქციების შემოღების თაობაზე იმ პირების მიმართ, რომლებიც შემჩნეულნი არიან ბელორუსში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრაში, ადამიანის უფლებების ხელყოფაში და პოლიტიკურ რეპრესიებში.
პოპულარული
1