ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო


შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებში პრაიმერი უკვე დაწყებულია. პრეზიდენტ ობამას საიმედო მოკავშირემ საკანoნმდებლო ორგანოში დემოკრატმა სენატორმა ბლანშ ლინკოლნმა, არკანზასის შტატში გამართულ დემოკრატების პრაიმერში შტატის ვიცე-გუბერნატორი ბილ ჰალტერი დაამარცხა.

ჩვენ, დემოკრატები, წინსვლას გავაგრძელებთ და როგორც ამ საღამოს, ასევე ნოემბერში, მთელ ქვეყანას ვაჩვენებთ, რომ მრავალმხრივი და ნაყოფიერი მუშაობის ძლიერი მოტივაცია და სურვილი გაგვაჩნია, რამაც ჩვენი ქვეყანა ხელახლა უნდა გააძლიეროს, - განაცხადა ქალბატონმა ლინკოლნმა.

პრაიმერი გაიმართა კალიფორნიაშიც. რესპუბლიკელმა ამომრჩევლებმა ხმა მისცეს მილიარდელს და კომპანია „იბეის“ ყოფილ პრეზიდენტს მეგ უაითმანს. ის გუბერნატორის პოსტისთვის იბრძოლებს. ქალბატონი უაითმანის მეტოქე დემოკრატების პარტიიდან, შტატის გენერალური პროკურორი და ყოფილი გუბერნატორი ჯერი ბრაუნი იქნება. რაც შეეხება კალიფორნის შტატის ამჟამინდელ გუბერნატორს და ჰოლივუდის ყოფილ მსახიობს არნოლდ შვარცნეგერს, ის შტატის გუბერნატორობისთვის ბრძოლას ვეღარ შეძლებს. მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა კონსტიტუციის თანახმად უკვე ამოეწურა.

XS
SM
MD
LG