ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ ტალაბანიმ ქვეყნის ახალი პარლამენტის პირველი სესია 14 ივნისს დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ერაყის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ქვეყნის ახალი მთავრობა დღემდე ჩამოყალიბებული არ არის.
პარლამენტის სესიის თარიღი პრეზიდენტის წარმომადგენელმა დღეს გაამხილა. ხოლო ერთი კვირის წინ ერაყის უზენაესმა სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაადასტურა.
უზენაესი სასამართლოს რატიფიცირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილი პრემიერ მინისტრის აიად ალავის საერო კოალიციამ, რაც ახალი მთავრობის შექმნისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.