ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეულში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო


სეულში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო
სეულში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო

ამერიკის პრესიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ იმედს იტოვებს, რომ დიდი ოცეულის სამიტის განმავლობაში მსოფლიოს 20 წამყვანი ეკონომიკის ლიდერები დაბალანსებული და მდგრადი განვითარებისთვის საჭირო შეთანხმებებს მიაღწევენ.

დიდი ოცეულის ორ-დღიანი სამიტი დღეს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დაიწყო. სამიტი დსამუსაო ვახშმით გაიხსნა, რომელზეც საუბარი იმ სავაჭრო დისბალანსზე იყო, რომელცმაც ჩინეთსა და გერმანიაში ჭარბი შემოსავლის მომზღვავება, ხოლო შეერთებულ შტატებში კი დეფიციტი გამოიწვია.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს კონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა:

„თქვენ მოწმე გახდებით იმისა, რომ ამ სამიტზე ბევრ შეთანხმებას მოეწერება ხელი. შეთანხმებების გაფორმებისას ბალანსის დაცვა უნდა გავითვალისწინოთ. ასევე უნდა შევიმუშაოთ მექანიზმები, რომლებიც ბალანსისა და მდგრადი განვითარების შენარჩუნებაში დაგვეხმარება.“

აღნიშნა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG