ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმან რაითს ვოჩი ჩინეთს აკრიტიკებს


ადამიანის უფლებების ქომაგთა ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოჩი" აცხადებს, რომ ორი წლის წინ ტიბეტში საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას ჩინეთმა გადაჭარბებლი ძალა გამოიყენა. ამის თაობაზე სპეციალურად გაკეთებულ მოხსენებაში გამოყენებულია 200-ზე მეტი ტიბეტელი ლტოლვილის ჩვენებები. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი ჩინეთმა იმის გარდა რომ ძალის გადაჭარბებული გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქციები მიმართა ხალხის უსანქციო დაპატიმრებას და დაკავების ადგილებში მათდამი სასტიკ მოპყრობას. თვითმხილველთა თქმით ჩინეთის უშიშროების ძალებმა აქციაში მონაწილეებ ცეცხლი გაუხსნეს. მოკლულია სულ მცირე 20 კაცი.

XS
SM
MD
LG