ამ თემაზე ჩვენმა რესპონდენტმა სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა ისაუბრა მისი თქმით:
-„რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ არა ერთ თანამდებობის პირზე არამედ მთავრობაზე, როგორც კოლეგიალურ ორგანოზე. ეს მოხდა პრეზიდენტის უფლებამისილების შემცირეის ხარჯზე. ანუ ნაწილი მისი უფლებამოსილებისა, რომელიც ეხებოდა მთავრობის ფორმირებას, მთავრობის აქტების გაუქმებას - ეს ყველაფერი ახლებურად იქნა გააზრებული და დღევანდელი რეგულაციით იმ პროექტის მიხედვით, რომელიც უკვე მიღებულია სკონსტიტუციო კომისიის მიერ და შეტანილია პარლამენტში პრეზიდენტის მიერ, აქ უკვე ცენტრალური ფიგურა ხდება არა მთავრობა, არამედ პარლამენტი, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ. ასე რომ მთავრობა ანგარიშვალდებული იქნება არა პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე, არამედ მხოლოდ პარლამენტის წინაშე. აქამდე მთავრობის ფორმირებაში მთავარი მოქმედი პირი ყოველთვის იყო პრეზიდენტი. ახალი კანონპროექტის მიხედვით ყველაფერი იცვლება პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობს ამ პროცესში.“