აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამხრეთ-აზიას მიემგზავრება. იგი მონაწილეობას მიიღებს ქაბულში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ავღანეთში მიმდინარე ცვლილებებს ეხება. კონფერენცას 70 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციაში მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ავღანეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც ეხება ორუფციის ამოძირკვას, უშიშროების ზომების გაფართოვებას და მეამბოხეების ავღანეთის საზოგადოებაში რეინტეგრირეაბას. ქაბულიდან ჰილარი კლინტონი პაკისტანს მიემგზავრება.
პოპულარული
1