ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვინეაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია


გვინეაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია
გვინეაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

საპრეზიდენტო არჩევნებში 24 კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

გვინეაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია. დამოუკიდებლობის შემდეგ,რომელიც 50 წლის წინ მოიპოვა ქვეყანამ, გვინეის მოსახლეობა პირველად მიიღებს თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობას.

დღევანდელი არჩევნების შედეგად აღდგება სამოქალაქო მმართველობა, რომელიც დაასრულებს სამხედრო მთავრობის მოქმედების 18 თვიანი პერიოდს.

საპრეზიდენტო არჩევნებში 24 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, აქედან უპირატესობა მხოლოდ 3-ს ენიჭება. მათ შორის არიან ოპოზიციის ლიდერი ალფა კონდე, ყოფილი პრემიერ მინისტრი ცელოუ დალენ დიალო და სიდია ტური.

XS
SM
MD
LG