ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, ბაღდადში ორი აფეთქება მოხდა. მანქანებში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი და დაიჭრა 53.
როგორც ერაყის პოლიცია იტყობინება, აფეთქებები თითქმის ერთდროულად, ერთი წუთის ინტერვალით მოხდა, სამიზნეს კი ერაყის კომერციული ბანკი და პირადობების დამადასტურებელი მოწმობების გამცემი სახელმწიფო დაწესებულება წარმოადგენდა.
ერაყში უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირებული ძალადობების შედეგად უკვე 20 ადამიანია დაღუპული.
ოფიცილური პირები შიშობენ,რომ მარტის არჩევნების შემდგომ ჩიხში შესულ პოლიტიკურ სიტუაციას, მეამბოხეები ძალადობების გასააქტიურებლად და კონტროლის ხელში ჩასაგდებად გამოიყენებენ.