ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა ახალი მითითება გამოაქვეყნა


ავიაკომპანიების ზარალმა გასულ კვირას 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ევროკავშირმა პარასკევს ახალი მითითება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იმ საჰაერო ზონების დახურვა უნდა განხორციელდეს, სადაც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ფერფლის გადატანა ხდება.

მითითებაში აღნიშნულია, რომ მწვანე ზონაში საჰაერო რეისების განხორციელება ნებადართული იქნება გარკვეული პირობებით. ეს კი საავიაცო კომპანიებს უფრო მეტ საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ და დროულად განახორციელონ თავიანთი ფრენები. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ავიაკომპანიების ზარალმა მხოლოდ გასულ კვირას 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG