ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინანსური სექტორის რეფორმირების კანონი დამტკიცდა


ფინანსური სექტორის რეფორმირების კანონი დამტკიცდა

კანონი ამერიკის ფინანსური ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური რეფორმირების ინიციატივაა 1930 იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა ფინანსური სექტორის რეფორმირების კანონი, რომელიც ამერიკის ფინანსური ინდუსტრიის ყველაზე მაშტაბური რეფორმირების ინიციატივაა 1930 იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ.

ეს ზომა სენატმა გუშინ დაამტკიცა 59 ი ხმით 39 ის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამტკიცება პრეზიდენტ ობამას პოლიტიკის დიდი წარმატებაა, პრეზიდენტისა, რომელიც მსხვილი ბანკების რეგულირებას თავისი პოლიტიკის პრიორიტეტად აცხადებს.

სენატის ვერსია განსხვავდება საკანონმდებლო პალატის მიერ მიღებული კანონისგან, რომელიც შარშან დეკემბერში დამტკიცდა. სენატის ვერსიის დამტკიცების შემდეგ, ორი კანონის შეჯერება უნდა მოხდეს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაეგზავნება ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

ამერიკელი კანონმდებლები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე ეს დოკუმენტი 4 ივლისამდე მოხვდება.

XS
SM
MD
LG