ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმფრინავის დაღუპული მგზავრები იპოვნეს


ნატოს სამძებრო თვითმფრინავებმა ოთხად გახლეჩილი რუსული ან-24- ის ნამსხვრევები ქაბული პროვინციის შაკარ დარას რაიონში იპოვეს.

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს.

პამირ აირვეიზის თვითმფრინავში 43 მგზავრი იმყოფებოდა. ავღანეთის ავიაციის მინიტრის მუჰამადულა ბატაშის განცხადებით,ავღანეთის მთებში კატასტროფის ადგილზე მაშველებმა ვერცერთი გადარჩენილი მგზავრი ვერ აღმოაჩინეს.

ნატოს სამძებრო თვითმფრინავებმა ოთხად გახლეჩილი რუსული ან-24- ის ნამსხვრევები ქაბული პროვინციის შაკარ დარას რაიონში იპოვეს.

თვითმფირნავში 6 უცხოელი მათ შორის ბრიტანეთის, თურქეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG