ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული სამხედრო კონტინგენტის მისიის მნიშვნელობა ავღანეთში


ქართული სამხედრო კონტინგენტის მისიის მნიშვნელობა ავღანეთში
ქართული სამხედრო კონტინგენტის მისიის მნიშვნელობა ავღანეთში

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა უკვე ექვსამდე გაიზარდა

ქართველები ავღანურ ოპერაციებში 2004 წლიდან მონაწილეობენ. დღეს ქართული კონტინგენტი ავღანეთში 950 კაცს შეადგენს. ორიოდე დღის წინ ბოლო ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში დაიღუპა კაპრალი გიორგი ავალიანი მის სოფელში ვანში დაასაფლავეს. როგორც ცნობილია გიორგი ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქდა. ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა უკვე ექვსამდე გაიზარდა.რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციებში და რას მიიღბს საქართველო ავღანეთის ოპერაციბში მონაწილეობისათვის? ამ თემაზე ინტევიუ ამერიკის ხმას დიპლომატიური აკადემიის პრეზიდნტმა, პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ მისცა:

-„ ეს საერთოდ ძალიან მტკივნეული თემაა. რა თქმა უნდა იმ ოჯახისათვის, რომელმაც შვილი დაკარგა ძნელია აღიქვას ის, რომ ეს იყო აუცილებელი და ეს იყო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ მიუხედავად ამისა ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს წინაშე დგას ძალზე მკვეთრი არჩევანი - ან ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ან ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ევროპას და უარი ვთქვათ ამ ჩვენს წვლილზე, რომელიც ჩვენს შეგვაქვს იგივე ავღანეთის კამპანიაში და მაშინ უკვე უალტერნატივო იქნება რუსეთის გავლენის ვექტორში დაბრუნება“. ბატონმა სოსომ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ავღაენეთში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა უთუოდ იქონიებს ზეგავლენას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე.

-„ მოგეხსენებათ, რომ როგორც ვაშინგტონი, ასევე ევროპა ერთხმად ხაზგასმით აღნიშნავს ამ პატარა ქვეყნის დიდ წვლილზე ავღანეთში, რადგანაც პროცენტული შეფარდებით ჩვენ მეორე ადგილზე ვართ რაოდენობით. სწორედ ჩვენი ასეთი წვლილის გამო როცა საქმე საქმეზე დადგება ვაშინგტონსაც და ევროპასაც უკვე ექნებათ რეალური და იურიდიული საფუძველი იმისა, რომ საქართველოსათვის გაიღოს ნატოს სანუკვარი კარი“ - დასძინა ბატონმა სოსომ.

XS
SM
MD
LG