ამერიკელი სინოპტიკოსების გაფრთხილების თანახმად ბერმუდის კუნძულებიდან აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით ქარიშხალი კატია მოძრაბს. ქარის სიჩქარე 128 კმ საათშია. სინოპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ქარიშხალი სანამ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს მიაღწევდეს საგრძნობლად შესუსტდება.
აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში ტროპიკულ შტორმ ლის შედეგად მოვარდნილი წყალდიდობა ჯერ არ ჩამცხრალა.