ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმანამ დეივიდ ქემრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ კადაფის ლიბიის მართვის სადავეებთან დატოვება იქნებოდა ლიბიის ხალხის ღალატი. ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა ლონდონის თაიმსში, საფრანგეთის ლე ფიგაროში და ვაშინგტონ პოსტში. განცხადებაში ლიდერები, როგორც წარმოუდგენელს ისე ახასიათებენ იმის პერსპექტივას, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს შეიძლება ამ ხალხის ლიდერად დარჩეს. მიუხედავად ამისა, როგორც სჩანს კადაფი სულაც არ აპირებს დათმობებზე წასვლას. გუშინ მისი ძალები რამოდენიმე საათის განმავლობაში უშენდნენ ქალაქ მისრატას რაკეტებს. მეამბოხეებმა განაცხადეს, რომ 23 კაცია დაღუპული.
ბრიტანეთის, საფრანგეთის და აშშ-ს ლიდერები აცხადებენ, რომ ნატო ლიბიაში გააგრძელებს სამხედრო კამპანიას, სანამ მოამარ კადაფი არ გადადგება.