ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ერაყიდან ჯარების გაყვანს მხარს უჭერს


პენტაგონი ერაყიდან ჯარების გაყვანს მხარს უჭერს
პენტაგონი ერაყიდან ჯარების გაყვანს მხარს უჭერს

ლეონ პანეტა და გენერალი მარტინ დემპსი სენატის კომიტეტის წინაშე წარდგნენ

პენტაგონის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას ერაყიდან წლის ბოლომდე ჯარების გამოყვანის თაობაზე. თუმცა, ერაყის მომავალი უსაფრთოხების და ირანული ინტერვენციის შესახებ კითხვები კვლავ აქტუალურია. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლუის რამირესი არკვევდა.

გასულ თვეს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ 31 დეკემბრამდე ამერიკელი სამხედროები ერაყის ტერიტორიას დატოვებენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვაშინგტონმა ერაყის მთავრობასთან ვერ მიაღწია შეთანხმებას ამერიკული ჯარების ლეგალური სტატუსის შესახებ.

სამშაბათს თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა და გაერთიანებული შტაბების მეთაური გენერალი მარტინ დემპსი ამ გადაწყვეტილებას სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში იცავდნენ. მათ სენატორ მაკეინის მკვეთრ კითხვებზე მოუწიათ პასუხს გაცემა. სენატორმა მკაცრად გააკრიტიკა ობამას ადმინისტრაცია, რომელიც ერაყის მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.

პანეტას განცხადებით, შეერთებულ შტატებს სხვა არჩევანი არ ქონდა და ადმინისტრაციას თავის პირობა უნდა შეესრულებინა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დადო. თავდაცვის მდივანი დარწმუნებულია, რომ ერაყი ახლა უკვე სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომლის მთავრობასაც ქვეყნის მართვის უნარი გააჩნია.

„ჩვენი მხრიდან შეერთებული შტატები მზად არის, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ერაყთან ურთიერთობის ახალი ფაზა ერაყიდან ჯარების გამოყვანით დაიწყოს, როემლიც დაფუძნებული იქნება საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე,“ - განაცხადა ლეონ პანეტამ.

2003 წელს ერაყში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან დღემდე 4.400 ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული. ერაყის ომი შეერთებულ შტატებს ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდა. გენერალ დემპსის განცხადებით, შეერთებული შტატების თავის ვალდებულებას ბოლომდე არ იხსნის.

„ჩვენ დავღვარეთ სისხლი და ერაყში ჩავდეთ ამერიკის ფინანსები. ჩვენი მომავალი ერთმანეთზეა გადახლართული. საკითხი არ არის იმაში, გავაგრძელებთ თუ არა ინვესტიციას ერაყში, არამედ მთავარია თუ როგორ გავაგრძელებთ. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერაყის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა და განვითარება,“ - განაცხადა დემპსიმ.

თავდაცვის მდივნის შტატების მეთაურის განცხადებით შეერთებული შტატების ძალები კვლავ გააგრძელებს ერაყის უსაფრთხოების დანაყოფების გაწვრთნა ანტიტერორისტულ სფეროში. ამჟამად ერაყში 24 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია, რომლებიც სახლში დაბრუნების მოლოდინში არიან.

XS
SM
MD
LG