ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია 8 წლიან ოპერაციას დაასრულებს ერაყში.

ბაზა, რომელიც ერთ დროს ერაყში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების შტაბბინა იყო, ერაყის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა „გამარჯვების“ სახელით ცნობილი ბანაკის მფლობელობა, დღეს ერაყის ხელისუფლებას გადააბარა, თუმცა ოფიციალურ ცერემონიას ადგილი არ ჰქონია.

დღესდღეობით, ერაყში ასოცდაათი ათასი ამერიკელი ჯარისკაცი რჩება, რომლებიც ქვეყნიდან წლის ბოლომდე გავლენ. ამით ამერიკელების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია 8 წლიან ოპერაციას დაასრულებს ერაყში.

XS
SM
MD
LG