ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ციხე ააფეთქეს


ერაყში ციხე ააფეთქეს

ოქტომბრის თვეში ტერაქტების შედეგად ერაყში 258 ადამიანია დაღუპული.

ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდადის მახლობლად ციხესთან თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპა 19 და დაშავდა 22 ადამიანი.

აფეთქება ორშაბათ დილას, ქალაქ ტაჯიში ალ ჰუტის ციხესთან მოხდა. მსხვერპლის უმრავლესობა ციხის მცველები და სამოქალაქო პერსონალი იყო.

დღეს მომხდარი ეს ინციდენტი ხუთშაბათის შემდეგ მესამე მასშტაბური თავდასხმაა. პოლიციის განცხადებით, შაბათს ბაღდადში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 15, ხოლო ხუთშაბათს კი ბასრაში 19 ადამიანი დაიღუპა.

ოქტომბრის თვეში ტერაქტების შედეგად ერაყში 258 ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG