ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხარვეზების შესახებ საუბრობს


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხარვეზების შესახებ საუბრობს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხარვეზების შესახებ საუბრობს

ახალი კვლევა საქართველოში დევნილების მდგომარეობას შეეხება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მორიგ კვლავას აქვეყნებს, რომელიც სხვებთან ერთად, ასახავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვოლთა სამინისტროს მუშაობას. კვლევა იმითაა საინტერესო, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" სამინისტროს მუშაობის ანალიზი სხვა სამინისტროსთან შედარებით წარმოადგინა და ამგვარ ჭრილში განაცხადა რა ხარვეზები არსებობს და რის გამო წარმოიშვა ისინი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მუშაობა განიხილა იუსიციის სამინისტოს მუშაობასთან მიმართებით და განაცხადა, რომ ხარვეზები, რაც ზოგადად ფიქსირდება სხვადასხვა კვლევაში, ძირითადად გამოწვეულია დევნილთა სამინისტროში კვალიფიციური კადრების დეფიციტითა და ტექნიკური რესურსების ნაკლებობით, რაც საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის თანახმად, არ ფიქსირდება იუსიტიციის სამინისტროსთან მიმართებაში. „სამინისტროს ზოგადად აქვს კომუნიკაციის პრობლემა, როგორც მედიასთან, ასევე საზოგადოებასთან, ის მედიას აღიქვამს, როგორც მხოლოდ თვითრეკლამის საშუალებას, მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო ნებისმიერ შემთხვევაში ცდილობს ურთიერთობას პრესასთან და არ ხასიათდება ჩაკეტილობით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა მიყვავართ კადრების კვალიფიკაციის პრობლემასთან“ – აცხადებს ჩვენთან საუბრისას ლაშა გოგიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის პრეზენტატორი.

ზემოთხსენებული კვლევა ერთგვარი გაგრძელებაა გზავნილებისა, რაც "სერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დაახლებით ერთი თვის წინანადელ კვლევაში წამოადგინა. ის კონკრეტულად დევნილთა საცხოვრებლების გარემონტებას ეხებოდა. „ომის შემდეგ დევნილთათვის საცხოვრებლების რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო დონორებმა რამდენჯერმე გამოყვეს თანხა. თავდაპირველი ტრანში 10 მილიონი ევრო გახლდათ, რაც ეგრეთ წოდებული, ახალი დევნილებისთვის საცხოვრებლების ასაშენებლად გაიხარჯა, შემდეგ გამოიყო 51 ნახევარი მილიონი ევრო ძველი დევნილებისთვის საცხოვრებლების უზრუნველსაყოფად, და ბოლოს 43 ნახევარი მილიონი ევრო, რომელიც საცხოვრებლების რეაბილიტაციისთვის იხარჯება, ძირითადად. ეს თანხა ამ დრომდე ბოლომდე ათვისებული არაა. ჩვენ, კვლევის ფარგლებში შევამოწმეთ 22 შენობა იმ 273–დან, რომელიც დევნილებისთვის გარემონტდა და აღმოჩნდა, რომ პრობლემაა შენობების უხარისხო რემონტი, მობინადრეების არასაკმარისი ინფორმირებულობა იმის თაობაზე, რომ მათ, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შეეძლოთ ერთი წლის მანძილზე მიემართათ მშენებელი კომპანიისთვის და მოეთხოვათ შეკეთება; პრობლემებია ასევე სასმელ წყალთან, ბუნებრივ აირთან და ნაგვის გატანასთან დაკავშირებით და მესამე ძირითადი ნაკლი, რომლის შესახებაც ჩვენ განვაცხადეთ, ესაა საცხოვრებლების პრივატიზაციის პროცესის გაწელვა. ჩვენ მიერ შემოწმებული 22 შენობიდან მხოლოდ ერთი იყო საკუთრებაში გადაცემული დევნილებისთვის,“– ამბობს ლაშა გოგიძე.

ევროკავშირი, რომელიც, დევნილებთან მიმართებაში არსებული პროექტების ძირითადი დონორია ამჯერად უფრო ამკაცრებს საკუთარ მოთხოვნებს მთავრობასთან მიმართებით. ამ პირობების თანახმად, დევნილებს, რომელთა განსახლებაა დაგეგმილი, უნდა შესთავაზონ აუცილებლად საცხოვრებლის სამი ალტერნატივა; ახალ საცხოვრებელ ადგილას ექვსი თვის გატარების შემდეგ კი საკუთრებაში უნდა გადაეცეთ დაკავებული ფართი.

XS
SM
MD
LG